ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მორიგ სახალისო ამბავს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ვრეკავ გურიაში
– რაფერ ხართ, თუ იცით?
– მაგი მე რა ვიცი, ბიძია, შენ უნდა მითხრა რას ჩივიენ მაქანე, მთავრობაში
– აქანე კი მარა, მაქანე რა ხდება?
– აქანე რა ხთეფა და, ყველა დილას მათმატიკის გაკვეთილით ვიწყეფ, ამდენით მეიმატა, ამდენი მუაკლტა, იმდენი ელოდება, ამდენის ანალიზის პასუხი მევიდა, იმდენი გზაშია, ამდენი კარანტინში, მოვკტი კაცი ანგარიშობით, ნამდვილად მარტო იგი ვიცი, რომე ამ გრიპს ქვია კომლი-19, 3 გარდეიცვალა და სულ 6 ექიმი გვყოლია – 4 კაცი და 2 ქალი!!! ღმერთო,მშვიდობა ქენი და აგი ამბავი რომ გადეიარს, მათმატიკა კარგად კი მეცოდინება! და კიდომ “ქლა შტერიო” რომ იძახიენ მაგას ვისზე ჩივიენ?“