ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – 21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ტუგუნიძეების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობენ.
როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.
ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა.
წყარო: მთავარი