„ამერიკაში ყოფნისას ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმის ნახვა გადავწყვიტეთ, – იხსენებდა ერთხელ ნოდარ დუმბაძე.
– მივქრივართ მანქანით. ჩვენმა მძღოლმა დაუშვებელი სიჩქარე განავითარა. საიდან და როდის დაგვეწია პოლიციის მანქანა, ჩემთვის დღემდე გამოცანაა.
ჩვენი მძღოლი ვალენტინ კატაევის ავტორიტეტმა გადაარჩინა. მისი წიგნები წაკითხული ჰქონია თურმე პოლიციელს.
მან კეთილი მგზავრობა გვისურვა, თან დასძინა: – ისე ნუ იჩქარებთ, რომ ვიდრე ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმს ნახავთ, თავად ჯეკ ლონდონი ნახოთო…“
ავტორი
ავტორი