რესპუბლიკელ კონგრესმენებს მარიო დიაზ ბალარტერს და ბენ მაკადამსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კონგრესმენები სოციალურ ქსელში ,,ტვიტერზე” წერენ.
მარიო დიაზ ბალატერის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას CDC-ის გაიდლაინები, რათა თავი აარიდოს ავადმყოფობას.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სერიოზულად მიიღოს და დაიცვას CDC-ის გაიდლაინები, რათა თავი აარიდოს ავადმყოფობას და შეამციროს ვირუსის გავრცელება,” – წერს კონგრესმენი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, აშშ-ში ახალი კორონავირუსი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8000-ს აჭარბებს. CNN-ის ინფორმაციით დაღუპულია 145 ადამიანი.