ამერიკის აერონავტიკისა და კოსმონავტიკის ნაციონალური სააგენტო (NASA) გეგმავს ახალი კოსმოსური აპარატის პროტოტიპის გამოცდას, რომელიც განკუთვნილია მარსზე მძიმე ტვირთისა და ასტრონავტების გასაგზავნად. არახელსაყრელი ამინდის გამო აპარატის გაშვება რამოდენიმეჯერ უკვე გადაიდო.
აპარატს გიგანტური დისკის ფორმა აქვს. ფართო პროფილი აპარატს მარსის დაბალი სიმკვრივის ატმოსფეროში დამუხრუჭების საშუალებას მისცემს.
მეცნიერები გამოცდიან 2 აპარატს, რომელთა დიამეტრი 6 და 8 მეტრი იქნება. პირველი აპარატი განკუთვნილია კოსმოსური ტვირთისათვის, მეორე ასტრონავტებისათვის. ორივე კონსტრუქცია აღჭურვილია გასაბერი სამუხრუჭე მოწყობილობით და 30 მეტრიანი პარაშუტით. ეს მოწყობილობები აპარატის რბილ დაფრენას უზრუნველყოფენ.
„მფრინავ თეფშს“ ჰავაის კუნძულ კაუაიდან 3 ივლისს გაუშვებენ. ექსპერიმენტი 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ერთი აპარატი მსუბუქი გაზით გაბერილი ბურთით 36 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდება, შემდეგ კი რეაქტიული ძრავით 55 კილომეტრზე სტრატოსფეროში აფრინდება. სტრატოსფეროში ატმოსფერო ისეთივე გაუხშოებულია როგორც მარსის ატმოსფერო. აპარატი ბგერის სიჩქარეზე 3,5 -ჯერ მეტ სიჩქარეს განავითარებს. შემდეგ, გასაბერი სამუხრუჭე მოწყობილობისა და პარაშუტის მეშვეობით წყნარ ოკეანეში დაეშვება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამოცდის წარუმატებლობის შემთხვევაშიც, კი მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მომავალი კოსმოსური აპარატის შესაქმნელად.