როგორც ცნობილია, ამერიკელებს შიშის ზარს სცემთ იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედამიწას კომპიუტერები და ჭკვიანი რობოტები დაეპატრონებიან.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მათ სულელი რობოტების შექმნა გადაწყვიტეს.
მეცნიერთა აზრით, ამგვარი რობოტი ადამიანისთვის საშიში არ არის, ვინაიდან თავის შემქმნელთა მოტყუებას ვერ შეძლებს და თანაც, ზოგიერთ პრობლემას ჭკვიან რობოტებზე უკეთ გაართმევს თავს.
მაგალითად, გზაზე აღმართული დაბრკოლების ხილვისას უმეცარი მანქანა სიტუაციის გაანალიზებას კი არ შეეცდება, არამედ, უბრალოდ, გარს შემოუვლის მას.
სადღეისოდ უკვე შექმნილია სულელი რობოტის საცდელი ეგზემპლარი, რომელიც მორიელს წააგავს.
მომავალ წელს მას კალიფორნიის უდაბნო მოჰავეში გაუშვებენ. გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ რობოტი საკმარისად ტუტუცი გამოდგება და უდაბნოს გადალახვისას არავის შეიწირავს.
ავტორი