Euronews-ის დილის გადაცემა Europe Today-სთან ინტერვიუში, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციიდან ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა, რომელიც ასევე ესტონეთის არმიის გენერალი იყო, განაცხადა, რომ „ევროპელი ხალხი ვერ ხვდება სიტუაციის აქტუალურობას. საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება“
„ამერიკელებს ყველაფერი სჯერათ, რასაც პუტინი ამბობს“, – განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა.
მისი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა „რუსეთის გეგმაა უკრაინის კაპიტულაციისთვის“.
„ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი პუტინის კაპიტულაციის გეგმის შესასრულებლად გარბის“, – თქვა ტერასმა.
გასულ კვირას, გაჟონა მოსკოვისთვის ზედმეტად ხელსაყრელმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტმა, ევროპელებში შეშფოთება გამოიწვია.
გეგმა, რომელიც ხელახლა იქნა შემუშავებული, მაგრამ საბოლოოდ არ დასრულებულა, სხვა პირობებთან ერთად, რომლებიც კაპიტულაციის მსგავსად აღიქმება, უკრაინის არმიის შემცირებას, ტერიტორიული დათმობების ფართო სპექტრს და კიევისთვის ნატოში გაწევრიანებისთვის ვეტოს დადებას ითვალისწინებდა.
კვირას ჟენევაში, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები, უკრაინელი ოფიციალური პირები და ევროპული დელეგაცია შეხვდნენ გეგმაში შესწორებების განსახილველად. ევროპელები იმედოვნებენ, რომ მათი წვლილი კიევს დროს მოუტანს და ტრამპს გადააფიქრებინებს.
































































