როგორი საუზმეა უფრო სასარგებლო? ამ კითხვაზე უპასუხეს ამერიკელმა დიეტოლოგებმა. მათ ყურადღებით შეისწავლეს ეს საკითხი და შეიმუშავეს ჯანსაღი საუზმის რამდენიმე რეცეპტი.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა შვრიის ფაფა, რომელსაც შაქრის ნაცვლად სასურველია დავუმატოთ ნატურალური თაფლი ან რომელიმე კენკროვანი ან გამომშრალი ხილი (ჩირი). ასეთ ფაფას შეიძლება ასევე დავუმატოთ კაკალი ან თხილი. შვრიის ფაფა შეიძლება მოვამზადოთ რძეზე ან წყალზე, სურვილისამებრ.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა რძეზე მომზადებული მუსლი. რძის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ იოგურტიც.
მესამე ადგილზეა – ომლეტი 1 ან 2 კვერცხით, მწვანილთან ერთად მომზადებული.
მეოთხე ადგილზეა – ორიგინალური საუზმე, რომელიც შვრიის ფანტელზე მზადდება. ავიღოთ 2-3 კოვზი შვრიის ფანტელი. დავამატოთ 100-150 გრამი ნატურალური იოგურტი და ცოტა ხილი სურვილისამებრ და დავაბლენდეროთ.
ხილის სალათს უკავია მეხუთე ადგილი. ის შემდეგნაირად მზადდება: დაჭერით პატარა ნაჭრებად ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი და ა.შ. თქვენი სურვილის მიხედვით, მოვასხათ მას ცოტა ლიმონის წვენი და 100გრ ნატურალური იოგურტი.
მათ ვისაც უნდა დილით ენერგიით შეივსოს ორგანიზმი, ამერიკელმა დიეტოლოგებმა შესთავაზეს საუზმის შემდეგი ვარიანტი. აიღეთ მარცვლოვანი(გაღივებული) ხორბლის პური და გააკეთეთ მისგან ბუტერბროდი. ჯერ პურის ნაჭერს დავადოთ სალათის ფურცელი ან ცოცხალი კიტრის ნაჭერი, ზემოდან კი დავადოთ მოხარშული ქათმის ნაჭერი ან ყველის თხელი ნაჭერი.
ძალიან სასარგებლოა საუზმეზე მიირთვათ ხაჭო, მას შეიძლება დავამატოთ კენკროვანი ან სხვა ხილი.
არაჩვეულებრივად სასარგებლოა რძეზე მომზადებული წიწიბურას ფაფა. მიირთვით ეს ფაფა და თქვენი ორგანიზმი შეივსება საკმარისი ცილითა და რკინით.
ეგზოტიკის მოყვარულებს ამერიკელმა სწავლულებმა შეთავაზეს ავოკადოსგან მომზადებული სალათა. დავჭრათ 1-2 ცალი მწიფე ავოკადო, დავუმატოთ 1 ცალი დაჭრილი მოხარშული კვერცხი ან 1-2 კოვზი მდნარი ყველი. ცხიმის დამატება საჭირო არ არის, რადგან ავოკადო თავადაც საკმაოდ ცხიმიანი ხილია.
და ბოლოს სასარგებლო საუზმის უკანასკნელი რეცეპტი. ის მზადდება ბანანისგან, ვაშლისგან და შვრიისგან. დავჭრათ 1 ბანანი და ნახევარი ვაშლი ნაჭრებად, დავუმატოთ 1 ს.კოვზი შვრიის ფანტელი და გემოვნებით დავუმატოთ კეფირი.