„ამერიკულმა და შოტლანდიურმა ვისკიმ, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო ძლიერი ნაბახუსევის სინდრომი, ვიდრე არაყმა“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის შტატ როდ-აილენდის უნივერსიტეტის სწავლულები.
ექსპერიმენტში 95 მოხალისე იღებდა მონაწილეობას.
აღმოჩნდა რომ მათ, ვინც სიმინდის ვისკის სვამდა, გაცილებით მძიმე ნაბახუსევის ნიშნები აღმოაჩნდათ, – თავის ტკივილი, გულისრევა, წყურვილი, დაღლილობა, ვიდრე მათ, ვინც არაყს მოიხმარდა.
მაგრამ, რაიმე საქმის გასაკეთებლად მობილიზების უნარი ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ.
ამ ორიგინალურ ექსპერიმენტში მონაწილე „მოხალისეები“ და როდ-აილენდის უნივერსიტეტის სწავლულები, ნაბახუსევის სინდრომების ასეთ განსხვავებას იმით ხსნიან, რომ ვისკი შეიცავს გაცილებით მეტ გვერდით პროდუქტებს, როგორიცაა: აცეტონი, ძმრის ანჰიდრიდი და ტანინი, – ვიდრე არაყი.
ავტორი