ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ტრანსპლანტაციისათვის განკუთვნილი ორგანოების სიცოცხლისუნარიანობის შენახვის საშუალებას იძლევა.
დღეისათვის, შესაძლებელია ამ ორგანოებმა 6-დან 12 საათამდე ”იცოცხლონ”. მასაჩუსეტსის შტატის საავამყოფოს სპეციალისტებმა თაგვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული აღმოჩენა ტრანსპლანტოლოგიის განვითარებას დააჩქარებს. დონორების ძებნა მიმღებებთან ახლო გარემოში აღარ მოუწევთ-რამდენიმე დღეში ორგანოს მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი.