ამერიკელი მილიარდერი, ფინანსისტი თომას ლი გარდაცვლილი იპოვეს. ის 78 წლის იყო.
The New York Post იუწყება, რომ ის მანჰეტენის ოფისში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციის სპიკერმა არ დაადასტურა მამაკაცის გარდაცვალება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად და აღნიშნა, რომ სიკვდილის მიზეზს სამედიცინო ექსპერტი დაადგენს.