ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის ოფისის ცნობით, პარასკევს, 20 იანვარს სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი – უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უკრაინაში შეხვდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სენატორები გერმანიას ტანკების უკრაინაში გაგზავნისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს, ერთი და იგივე მიზანი გვაქვს – უკრაინამ რუსები უკრაინიდან განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე სპექტაკლებით, იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას, ” – ნათქვამია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.
შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის თაობაზე რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ.
შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც გერმანიამ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.
Leopard 2 ტანკები განიხილება, როგორც სასიცოცხლო, თანამედროვე სამხედრო მანქანა, რომელიც გააძლიერებს კიევის ძალებს, როდესაც რუსეთთან ომი ერთწლის თავს უახლოვდება.
„გერმანელებს: გაგზავნეთ ტანკები უკრაინაში, რადგან მათ ესაჭიროებათ. უკრაინაში პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვებმა მიბაძონ ჩვენს გზას“, – აღნიშნა გრეჰემმა განცხადებაში.
ავტორი