აშშ-ს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თანათავმჯდომარე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ავრცელებს.
ჯეიმს რიში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ფრონტზე არსებულ სიტუაციას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთქმედების გაღრმავების და რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერების საკითხს განიხილავს.
“ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო.” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს კიევში იმყოფება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც, რომელმაც უკვე მოინახულა რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული კიევის ოლქის ქალაქები. სანდუ მოგვიანებით თავის უკრაინელ კოლეგასაც შეხვდება.
ავტორი