ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკელი ტურისტები, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ, _ ინფორმაციას “რუსთავი2” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 19 წლის მწყემსი დააკავეს. თუმცა, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს.
კურიერის წყაროს ცნობით, მწყემსსა და ამერიკის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულმა ახალგაზრდამ ის მკვლელობის შემდეგ ხადას ხეობაში დამარხა.
გამომძიებლებმა სავარაუდო ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
ხადას ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, ხეობაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება. პროცესში ჩართულები არიან კრიმინალისტებიც.
წყარო: რუსთავი2