ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდთოვლობის გამო დროებით დაკეტილია მაღაზიები და საბავშვო დაწესებულებები. გარდა ამისა, შეჩერებულია ავიარეისები.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 დღის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 1944 წლის რეკორდი მოხსნა.