ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად მისურის, არკანზასის, მისისიპის და ტეხასის შტატები დაზარალდა.
როგორც ცნობილია, ტორნადოს შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა.