ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, მონტენეგროში, აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელი პიროვნება საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობით, ხელყუმბარით შევიდა და თავი მოიკლა.
ინფორმაცია მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.