ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც მაიამიდან ბარბადოსისკენ მიფრინავდა იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ამის მიზეზი კი რამდენიმე ადამიანის შეუძლოდ ყოფნა გახდა.
როგორც cbsnews იუწყება, ეკიპაჟის 5 წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორტზე სულ 173 მგზავრი იმყოფებოდა, მათ სასტუმროში დარჩენა შესთავაზეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მაიამის აეროპორტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთიდან ქიმიური სუნი გავრცელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, სპეციფიკური სუნი ლაქის მოსაშორებელმა ნივთიერებამ გამოიწვია.