გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გავცელებული ინფორმაციით, სინოპტიკოსები 28 თებერვალს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +13 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 იქნება. სოხუმში უნალექო დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +6 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია უნალექო დღე.
გორში დღისით +10 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალში. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა ომალოში. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -14 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.
ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი. თბილისშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.