გურიაში, კვირის განმავლობაში თბილი, უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +20 გრადუსს გადააჭარბოს, დროგამოშვებით კი იქროლებს აღმოსავლეთ მიმართულების ძლიერი ქარი _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება ან კლება მოსალოდნელი არ არის. ამ კვირის ჩათვლით ნარჩუნდება თბილი, უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელია უმნიშვნელო ნალექი. დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება 20 მ./წმ-მდე. ღამის მინიმალური ტემპერატურა გურიის დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +7, +9 გრადუსი, დღისით დაახლოებით +20 გრადუსი. შაბათ -კვირას კი შესაძლოა +20 გრადუსსაც გადააჭარბოს”,_ განაცხადა გვაზავამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს.
ავტორი