“ხვალ უმეტეს რაიონში იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღევანდელთან შედარებით დაიკლებს, დროგამოშვებით კი გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და შენარჩუნდება 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე.
25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს 1, 2 გრადუსით.
27 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან კი ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ცოტა ინტენსიური ნალექია მოსალოდნელი 28 ოქტომბრის ღამის საათებში. მაღალმთიანეთში ითოვებს”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.