ამ საღამოდან გურიაში და სანაპირო რაიონებში ამინდი შეიცვლება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს გურიაში და სანაპირო რაიონებში +24, +25 გრადუსი ფიქსირდება, თუმცა ამინდი საღამოს საათებიდან შეიცვლება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. შედარებით გრილი და ცივი ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შეგადად მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და გაწვიმდება. ნალექის ინტენსივობა მოიმატებს შუა დღის საათებში. ტემპერატურა დაიკლებს +15, +16 გრადუსამდე. მაღალ მთიან რაიონებში შეიძლება წვიმა თოვლში გადადიოდეს. 14 მარტსაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს.
15 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კვლავ +24 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 მატს კი ისევ ხანმოკლე ხასიათის მცირე წვიმებია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.