ხვალიდან ამინდი გაუარესდება.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მარტის პირველ კვირას დაბლობ რაიონებში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
“ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან 2 მარტის დღის პირველ ნახევრამდე, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად წვიმის სახით, მაღალ მთიან რაიონებში თოვლჭყაპი. მაქსიმალური ტემპერატურა თუ დღეს ფიქსირდება +22 გრადუსი, ხვალ დაიკლებს +16, +17 გრადუსამდე, 2 მარტს +15 გრადუსია მოსალოდნელი.
3 მარტს შედარებით გამოიდარებს, თუმცა დღის ბოლოდან 6 მარტის ჩათვლით იწვიმებს. მაღალ მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ღამის საათებში იქნება სითბო დაახლოებით +6 გრადუსი, ხოლო დღის მაქსიმალური ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება”,_ განაცხადა გვაზავამ.