გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„17-20 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 7+9 გრადუსი იქნება“, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.