საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დასავლეთ საქართველოში ორშაბათიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი ხუთშაბათამდე. 21-22 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რეგიონებში, როგორიცაა გურია, სამეგრელო, იმერეთი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება 12-14 გრადუსი, ხოლო ღამით 3-5 გრადუსი სითბო, 23-24 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
23-იდან 25 დეკემბრის დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში მოთოვს. ღამის ტემპერატურა ისევ დარჩება დაბლობ რაიონებში 2-4 გრადუსი სითბო. ხოლო დღის მაქსიმალური ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს დაახლოებით 5-6 გრადუსამდე. 25-იდან 27 დეკემბრის ჩათვლით გამოიდარებს. 25-ში ღამით დაბლობ რაიონებში ყინვა გაძლიერდება და შესაძლოა ზოგან -2 გრადუსი აღინიშნოს. რაც შეეხება დღის ტემპერატურას, 25-იდან 27 დეკემბრის ჩათვლით მოიმატებს და შესაძლოა მიაღწიოს 13-იდან 14 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოშიც 24 დეკემბრამდე ნალექი იქნება. მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლის სახით და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ბარში 1-3 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 25 დეკემბერს შესაძლოა 5 გრადუსზე მეტი სითბო არ დაფიქსირდეს. 25 დეკემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აქაც ყინვა გაძლიერდება. შიდა ქართლში შესაძლებელია 25-27 დეკემბერს 4-იდან 6 გრადუსამდე ყინვა იყოს. ზოგან კი +2 გრადუსი სითბო. დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 7 გრადუსიდან 12 გრადუსამდე იყოს.
დედაქალაქში 21-22 დეკემბერს მოღრუბლულია და შესაძლოა იწვიმოს. 23-24 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი,ხოლო მთაგორიან შემოგარენში, რომელის თბილისში შედის ნუცუბიძე, ვარკეთილსა და წყნეთში თოვლჭყაპია ნავარაუდევი. გაძლირდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა ღამით 0-სა და 2 გრადუსს შორის იქნება, ხოლო დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 3-5 გრადუსი სითბო.
26-27 დეკემბერს ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 9 გრადუს სითბომდე. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“,_ გვითხრა გვაზავამ.