საქართველოში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ამინდი კვლავ არამდგრადი იქნება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
მისი პროგნოზით, 29-30 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
დასავლეთ საქართველო: 1 ივლისიდან 3 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თვის დასაწყისში დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს და +30 გრადუსს გადააჭარბებს. თუმცა, 3 ივლისის მეორე ნახევრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება და გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველო: 3 ივლისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +33 გრადუსს მიაღწიოს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ამასთანავე, იმატებს სეტყვის ალბათობაც.


































































