სინოპტიკოსები საქართველოს ცალკეულ რაიონებში 11-12 თებერვალს ნალექს პროგნოზირებენ, თუმცა, მათივე თქმით, 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„11-12 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში 11-12 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს“,_ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.