ამირან გამყრელიძის პროგნოზით, მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ შტამს ამ ეტაპზე მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.