დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ოზურგეთში იმყოფება. ის გუშინ ფოლკლორის ცენტრში საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგ-მასწავლებლებს შეხვდა. ამირან გამყრელიძემ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს პოლიტიკოსებს მიმართა.
“მე რაღაც დროს ვიყავი პოლიტიკაში და დღეს სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვეუბნები ყველას, ვინც დღეს ერთმანეთს ეჩხუბება: მოდით, რა დავანებოთ თავი ამ დაპირისპირებას – მთავარი ქვეყანაში არის პანდემია. ხომ შეიძლება საქართველო გაერთიანდეს ოდესმე, რაღაცა იდეის გარშემო. დღეს ეს იდეა არის პანდემიის დამარცხება. ადამიანების გადარჩენაზე არის საუბარი და ამაზე მაგარი იდეა დღეს ქვეყანას არ აქვს. იცით, ალბათ, შაჰ-აბასის წყევლა არსებობს “ღმერთმა, არ ქნას ქართველების გაერთიანება”. ხომ შეიძლება ამ წყევლას გვერდი ავუაროთ და გავერთიანდეთ. ერთად დავამარცხოთ ეს პანდემია და პანდემია თუ დამარცხდება ეკონიმაკაც განვითარდება , განათლებაც წინ წავა და ბევრი საქმე გაკეთდება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და უმორჩილესად გთხოვთ აიცრათ,“ – აღნიშნა სიტყვის გამოსვლის დროს ამირან გამყრელიძემ.
[sexy_author_bio]