ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. 5 აპრილს ჩატარებული 25 ათასი კოვიდტესტირებით, 20 საათის მონაცემებით, 794 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დადებითობის, ინციდენტობისა და რეპროდუქციის ინდექსის სტატისტიკური მაჩვენებელი იმატებს. რაც მესამე ტალღის მოახლოებაზე მეტყველებს.
„მართალია, ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდა არის. მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს: პირველ რიგში- ყველგან და ყველას მიერ პირბადის უნივერსალურ ტარებაზე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, Aსტრაძენეცა-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.