“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება – ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა. 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება მობილობის ზრდას გამოიწვევს, რაც რისკის ფაქტორია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, განაგრძონ ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება სკოლების გახსნას, რომელიც 15 თებერვლიდან იგეგმება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, მეხუთე კლასის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მეხუთე კლასამდე, არა სავალდებულო, თუმცა რეკომენდებული.
ხვალიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.