დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად ჯანმრთელია. რადიოლოგიურადაც კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება“, – განაცხადა ენდელაძემ.