პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები მოხდა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, მისი მოადგილე აკაკი მინაშვილია. აღმასრულებელი მდივნად პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ცვლილებას მიესალმება და ეს მეტად საჭირო იყო პარტიისთვის.
“მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გახდა პარტიის თავმჯდომარე, ამავდროულად, ის იყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. ორ თანამდებობას ერთდროულად იკავებდა და აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო ამ სტრუქტურული ცვლილებების გახორციელება. ამის მიღმა არც ინტრიგა იმალება და არც არაფერი“,_ გვითხრა კახა ასკურავამ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე _ რატომ არ გახორციელდა ერთი წლის განმავლობაში საკადრო ცვლილებები კახა ასკურავამ გვიპასუხა, რომ ამის რამდენიმე მიზეზი იყო.
“არჩევნები იყო, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში და ასევე, ტექნიკური მიზეზების გამოც მოხდა ამ ცვლილების გადადება“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს კახა ასკურავამ.
[sexy_author_bio]