“ამის თქმა, არის მონობის აღიარება. პრემიერი როცა ხარ, მართლა არავინაა შენზე ზემოთ იერარქიულად, მაგრამ მონა როცა ხარ, ბატონი ხან კაი შეგხვდება, ხან ცუდი, ხან მეტ თავისუფლებას მოგცემს, ხან ნაკლებს. გახარიაც ასეა ზუსტად.
#ბიძინასბოსტანი”,_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ ფეისბუქში კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში დიდი ხარისხის თავისუფლება ჰქონდა მიცემული.