მთავარია, თითოეული ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისთვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
„დღესაც კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ ყველაფრით. მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში იმყოფება.