თავს კარგად ვგრძნობ, პირველი წუთიდან აქამდე თვითშეგრძნება დამაკმაყოფილებელი და კარგია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „იმედის დილაში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინა და ვაქცინაცია აუცილებელია და პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
„ქვეყანა რომ დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს და გავაგრძელოთ ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვიყვარს, გვიყვარდა და გვეყვარება და გავაგრძელოთ კარგი, ჩვეულებრივი ქართული ურთიერთობებით ცხოვრება – ამისთვის აუცილებელია ავიცრათ. ჩავიტაროთ ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოსახლეობის 70-მდე პროცენტში შევქმნათ იმუნური ფენა, რომელიც იქნება საწინდარი ამ დაავადების დასამარცხებლად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
წყარო: იმედინიუსი