“თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი, არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული, _ ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა ბოროტი რამეა ეს არქივი?!
პრემიერ-მინისტრს როგორ შეიძლება მამამ ფული აჩუქოსო, გაოცებულია ნაც-მედია, ნაც-ექსპერტობა და მთელი “შანტრაბა“…
ნუ, თუ ოპოზიციას უფიქსირდება მშობლისგან საჩუქარი, არ იმჩნევენ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, ხოლო მთავრობის წევრისთვის დანაშაული.
მოკლედ, ყველა ინსინუაციური კამპანია წააგეთ, ისეთი ბითურები ხართ, რომ თქვენმა მოფიქრებულმა ფეიკ-სკანდალმა ცოტა დიდი ხნით რომ გაძლოს და ერთ კვირაში არ გაბითურდეს ავტორივით, ეგეც არ შეგიძლიათ.
ეს არქივები და თქვენი რეალური სახეები კარგად იცის საზოგადოებამ. ამიტომაც ხართ არჩევნებიდან არჩვენებამდე რომ ღაფავთ სულს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.