Amnesty International აფგან სადიგოვის საქმეს აფასებს.
“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება აფგან სადიგოვის, დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციის ბრძანების საფუძველზე. დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, აფგან სადიგოვის უფლებები სერიოზულად დაირღვევა, მათ შორის, არსებობს უკანონო დაკავების, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის, ასევე არასამართლიანი გასამართლების მომეტებული რისკები. ექსტრადიციაზე დათანხმებით საქართველო დაარღვევს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას (არგაძევების პრინციპს), არ გადააგზავნოს ნებისმიერი პირი ისეთ ადგილას, სადაც ის დადგება ადამიანის უფლებების ისეთი სერიოზული დარღვევის რეალური რისკის წინაშე, როგორიცაა წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. წამების და სხვა არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული აბსოლუტური უფლებაა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი, უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად.
აფგან სადიგოვის დევნა აზერბაიჯანში, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლების მცდელობა მიაღწიოს სადიგოვის ექსტრადიციას გაცხადებულად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, წარმოადგენს არა მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობის შურისძიებას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ იმ ტენდენციის გაგრძელეებაა, რომელიც ახშობს დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობას აზერბაიჯანში. მთავრობის კრიტიკოსების დევნა განსაკუთრებით გამწვავდა ბაქოში, თვის ბოლოსთვის დაგეგმილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) წინა პერიოდში, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დაკავებაში ცრუ ბრალდებების საფუძველზე”,_ ნათქვამია განცხადებაში.
ვრცლად : socialjustice