ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, დღეს მეორე მოსმენით გავა. მანამდე საკითხის მოსმენის გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო მიიღებს.
ოპოზიციური პარტიები კვლავ არ უჭერენ მხარს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ პროექტს, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.