გურიის პოლიციის დეპარტამენტის და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს , _ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული გ.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პისტოლეტი, 1 მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღეს. ხოლო, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი”, 3 მჭიდი და 7ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.