როგორც დღის განმავლობაში ვწერდით, საარჩევნო უბნებზე, პირველ ტურთან შედარებით, 5-10 პროცენტით ნაკლები აქტივობაა.
ამ დროისთვის, ჭანიეთის # 53 უბანზე 415 მოქალაქე გამოცხადდა. სულ ჭანიეთის საარჩევნო სიაში 801 პირია რეგისტრირებული. პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა დაბალია, რადგან საღამოს შვიდი საათისთვის მაშინ 500-მდე ამომრჩეველი იყო გამოცხადებული, _ გვითხრეს აქ.
ძიმითის 52-ე საარჩევნო უბანზე, ამ დროისთვის 790 -მა პირმა გამოხატა თავისი ნება. გადასატანი ყუთის სიაში 43 მოქალაქე ირიცხება. პირველ ტურში ამ დროისთვის მოსული იყო 850 ადამიანი.
_ დაახლოებით, თანაბარია ჩვენთან პირველი და მეურე ტურის აქტივობის ხარისხი. სულ სიაში 1415 პირია რეგისტრირებული, თუმცა ბევრი არ იმყოფება სოფელში. უმეტესად უცხოეთში არიან წასული სამუშაოდ, _ თქვეს კომისიაში.
[sexy_author_bio]