ამ წუთებში დასრულდა საგანგებო ბრიფინგი საარჩევნო ბლოკ “ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების” ოფისში, სადაც ელენე ხოშტარიამ მედიას საარჩევნო დარღვევების ფაქტები წარუდგინა.
მისი თქმით, ცესკომ მთაწმინდაზე, გადასატან ყუთზე ის ამომრჩევლები დაარეგისტრირა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ:
_ მაგალითად, მე-18 უბანზე, ეთერ დანელია დღეს დილით დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა მაღაზიაში. ეთერ დანელიას ნათლული ანა გელოვანი “ქართული ოცნების” აქტივისტია, მუშაობას საქართველოს რკინიგზაში და აქტიურად არის ჩართული მე-18 საარჩევნო უბანზე ხმების მობილიზებაში.
მე-12 საარჩევნო უბნის გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ლამარა კუბლაშვილიც საკუთარი ფეხით გადაადგილდება, _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ და მედიას შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალები წარუდგინა
ხოშტარიას თქმით, პირველი ტურის დასრულების შემდეგ, გადასატან ყუთის სიას 234 ამომრჩეველი დაემატა:
_ აღნიშნული ფაქტი შეიცავს ხმის მიცემის ფარულობის და ამომრჩეველზე ზეწოლის რისკს, _ აცხადებენ შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში.
ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა, რომ კონტროლი განახორციელონ გადასატანი ყუთის სიაში მყოფ პირებზე.
მისივე თქმით, ისინი დღესვე მიმართავენ ცესკოს რომ ეს პირები ამოიღონ სიიდან.