საარჩევნო ცენტრში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში კვირას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმიწიფომ“ აიღო.
როგორც ცნობილია, ავღანეთში 10 მილიონამდე ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესი ამ თვეში დაიწყო.