„ლელოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ შრომაში, ლადო ქვილორია „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლების დიდი აქტივობაა და ეს ციფრი 8 საათამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ამომრჩეველი დააშინოს
„ამომრჩევლის ერთ ნაწილზე მიდის ზეწოლა, რომ თუ არ მიცემენ ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მათ მოუხსნიან სოციალურს ან არ მიცემენ დახმარებას. ამის ფონზე ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა იყოჩაღონ და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.“ – თქვა ლადო ქვილორიამ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ორი საარჩევნო უბანია, ერთში ელექტრონული წესით და მეორე საარჩევნო უბანში ძველი წესით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ამ ეტაპისთვის არცერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა და მშვიდ ვითარებაში მიდის არჩევნები.































































