ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა.
მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი მილები.
ლანჩხუთის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს რომ მოქმედებს ცხელი ხაზი: 599058700
ლანჩხუთში, ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე.