ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დადასტურებულია 4096 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3892 ადამიანი, გარდაცვლილია 52.