ამსტერდამის ცენტრში კრიმინალის თემებზე მომუშავე ცნობილ ჟურნალისტს პიტერ დე ვრისს ესროლეს, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა parool.nl-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახლო მანძილიდან ისროდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ 5 გასროლის ხმა გაიგეს. 64 წლის ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს _ ერთი ამსტერდამში, ორი კი ჰააგის მახლობლად.
ავტორი: მერაბ ცაავა