ვფიქრობდი, ვფიქრობდი დამეწერა თუ არ დამეწერა, დამეწერა თუ არ დამეწერა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, დავწერო …
დიდი ხნის წინ ჩემსა და ერთ კაცს შორის დიდი სისხლი ჩამოწვა… ან მე უნდა მომკვდარიყავი, ან ის, მაგას არ შემოევლებოდა… ვფიქრობდი, რომ ვერაფერი დედამიწის ზურგზე გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებდა..
მოკლედ ვემზადებოდი… ემზადებოდა ალბათ ისიც…
ჰოდა მოულოდნელად განგებამ საქმეში ისინი ჩარია, ვისაც მხოლოდ როგორც ადრე შეეძლოთ შეეჩერებინათ მოსისხლენი..
ქართველი ქალი… ქართველი დედა…
ჰოდა განზრახვაზე უარი ვთქვი…
დიდი ხნის შემდეგ მის შვილს შევხვდი, ისიც მეომრის გზას ადგას… ვუთხარი რომ მას მამა არ ჰყავდა, მე შვილი… როგორც ჩემ შვილს გადავეფარებოდი, თუ შანსი მექნებოდა, ისე გადავეფარები მასაც ….
დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ, მტრობაზე გამეტებაზე მიტევებაზე სიყვარულზე… _ წერს სოციალურ ქსელში მებრძოლი არჩილ ხოფერია.