ხვალ 19 მარტია, ანა ბერძენიშვილის დაბადების დღე. ყოჩივარდების სიცელქითა და იის სიმორცხვით შემობრძანებულ გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღეს ვუძღვნით, ვულოცავთ…
ანა ბერძენიშვილი! ეს სახელი ოზურგეთის, გურიის, N1 საჯარო სკოლის სიამაყეა.პირველ საჯარო სკოლას ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ამშვენებდა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, ადამიანობა, ხიბლი…იგი ქართული სიტყვიერების ჩაუმქრალი ლამპარია, ზნეკეთილობის მაგალითი…
ანა მასწავლებელმა აღზარდა უამრავი თაობა, აღზარდა და ქართული ენის საიდულოებასთან ერთად აზიარა ადამიანობას…
ბოლომდე შეუძლებელია მისი ღვაწლის შეფასება, მისი სიკეთის აღქმა შორიდან. დაუვიწყარია ანა მასწავლებლის მიერ ჩატარებული ბოლო “არა-ჩვეულებრივი გაკვეთილი”, რომელიც საქართველოს ბედზე მსჯელობას მიუძღვნა ბარათაშვილის “ბედი ქართლისას” ფონზე, სამი თაობის ყოფილ მოსწავლეებთან ერთად.ეს გაკვეთილი მან გარდაცვლილი ვაჟის ხსოვნას მიუძღვნა, შეკრებილი აუდიტორიის პატივისცემის ნიშნად თალხი თავსაბურიც მოიხადა….მხოლოდ ერთხელ.
ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა მის სახელს ატარებს. აქ სულ იგიზგიზებს მისეული ქართული სიტყვის, ქართული მარგალიტების , ქართული გენის ლამპარი… _ წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #1საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.