28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში გამართულ ტრადიციულ დოღს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე დაესწრო კოალიციის კოალიციის სხვა წევრებთან და ლანჩხუთის შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად.
ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:
„ეს არის საქართველოსთვის და ქართველებისთვის ძირძველი საქმე. მისი აღორძინება და მოფრთხილება აუცილებელია. გურიაში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვე, ყოველკვირა უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს რეგიონი არის ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე მიგდებული მხარე განვითარების მხრივ. დღევანდელი ღონისძიება კი მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურიზმისთვის და ეკონომიკისთვის“, _ თქვა ანა დოლიძემ აკეთში სტუმრობისას.
საგულისხმოა, რომ აკეთში დოღის გამართვის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და იქედან მოყოლებული ყოველ 28 აგვისტოს მდინარე სუფსის მიმდებარედ იმართება სპორტული შეჯიბრებები.
ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიას გურიაში განაგრძობს და დღეს ლანჩხუთში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ოფიციალურად გახსნის.